ბათუმში 4 ადამიანი დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულია

27 ივლისი 2018, 00:00 4302 ნახვა

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გვიან ღამით 4 მოქალაქე დაჭრეს. სამი მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთი კი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შეტყობინება არ შესულა. დაჭრილი მამაკაცები კლინიკაში მოქალაქეებმა მიიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 22 წლის ლ.კ. დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

''გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, ღამით, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 4 პირს: 2000 წელს დაბადებულ ვ.თ-ს, 2000 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. სამართალდამცველებმა ლ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს'' - წერია განცხადებაში. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში