ბავშვთა კლინიკაში ძლიერი დაკვამლიანება იყო 

27 ივლისი 2018, 00:00 3011 ნახვა

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ''საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში'' დაკვამლიანება იყო. მედპერსონალსა და პაციენტებს შენობა მალევე დაატოვებინეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ამ ეტაპზე არსებულ ინფორმაციით, ცეცხლი კლინიკის არქივში ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. 

საოჯახო მედიცინის ცენტრში სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც გამოიძახეს, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ადგილობრივი ძალებით, კლინიკაში არსებული ცეცხლმაქრებით მოახერხეს. 

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა. 

ამავე კატეგორიაში