ხულოში სამკერვალო საწარმოს დახურვას აპროტესტებენ

26 ივლისი 2018, 00:00 2319 ნახვა

ხულოში არსებული ერთადერთი სამკერვალო ფაბრიკა დაიხურა. მიზეზი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა, ვალდებულება კი ადგილობრივების დასაქმება იყო. ეს ამ ფაბრიკის მეორე დახურვაა, პირველად სამკერვალო მფლობელმა თურქულმა კომპანიამ 2011 წელს დახურა, 5-წლიანი პაუზის შემდეგ კი ჰესების მშენებელმა “აჭარისწყალი ჯორჯიამ” შეიძინა.

ცნობისთვის ამ კომპანიას მაღალმთიან აჭარაში ჰესების შენების გამო მოსახლეობის მხრიდან არაერთი წინააღმდეგობა შეხვდა. 2016 წელს კი აიღო მოქალაქეების ამ ფორმით დასაქმების ვალდებულება, დაიქირავა სამკერვალო კომპანია, რომელმაც “აჭარისწყალი ჯორჯიის” იურისტის განმარტებით ვალდებულებები არ შეასრულა და მოქალაქეები ხელფასების გარეშე დატოვა.

რა ფორმით არის ჩართული ამ პროცესში საქართველოს პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე და რა ბედი ელით სამსახურის გარეშე დარჩენილებს?

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი