“სევდიან ქუჩას ისევ შენი ღიმილი ათბობს” – ამ სახელწოდებით პოეზიის საღამო ქობულეთის მუზეუმში გაიმართა. საღამოზე ახალგაზრდა პოეტის ზურა ნემსაძის ლექსები მისმა მეგობრებმა და თავად პოეტმა წაიკითხეს. რამდენიმე ლექსი აფხაზეთს და ლეოგრანდში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. 17 წლის პოეტმა პოეზიის საღამო მეხუთედ გამართა.