გამოჩენილი ლიტველი ტენორი ქრისტიან ბენედიქტი საქართველოშია. მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ტენორი ქართველი მაყურებლის წინაშე 27 ივლისს წარსდგება. შემსრულებელი რუჯერო ლეონკავალოს ორმოქმედებიან ოპერაში სახელწოდებით ''ჯამბაზები'' კანიოს პარტიას შეასრულებს. საპრემიერო ჩვენებაში ასევე მონაწილეობენ ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ხელოვნების სკოლის მოსწავლეები.
''ჯამბაზები'' – რუჯერო ლეონკავალოს ორმოქმედებიანი ოპერის პრემიერა ბათუმის ხელოვნების ცენტრის სცენაზე 24 ივლისს შედგა. “ჯამბაზებს” მუსიკალური ცენტრი მსმენელებს ნოემბერშიც შესთავაზებს, სადაც მთავარ პარტიას ირაკლი კახიძე იმღერებს.