საბერძნეთში სამდღიანი გლოვაა

25 ივლისი 2018, 00:00 1676 ნახვა

ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საბერძნეთის მთავრობამ დასახმარებლად 20 მილიონი ევრო გამოუყო.  ბოლო მონაცემებით,  სტიქიამ 79 ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბელგიელი ტურისტია, რომელიც მანამდე დაკარგულად მიიჩნეოდა. 

დაშავებულია 200-მდე ადამიანი. მასშტაბური ტყის ხანძრები, რომლებიც უკვე ნაციონალურ კატასტროფად აღიარეს,  ათენის გარეუბანში ორი დღის წინ გაჩნდა.  ცეცხლს ათასობით ადამიანი ებრძვის. საბერძნეთს ევროპის მრავალი ქვეყანა ეხმარება. ათენს დახმარება შესთავაზა თურქეთმაც, თუმცა ციპრასის მთავრობამ ანკარას მადლობა გადაუხადა და დახმარებაზე უარი განაცხადა. საბერძნეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი