ულტრაიისფერი ინდექსის შკალა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ საერთაშორისო პრინციპებთან თანხვედრაშია.
ა.შ.შ მეტეოროლოგიური ცენტრი, ქვეყნებს სადაც მზის ულტრაიისფერი ინდექსი 8 ნიშნულს აღემატება რეკომენდაციას უგზავნის.
ამ დროისთვის საქართველოში გამოსხივება 9 ნიშნულზეა, რაც მაღალ საშიშროებას გულისხმობს.
სპეციალისტების განმარტებით, როდესაც Uv-ინდექსის მაჩვენებელი 8-დან 10-დეა, ეს ნიშნავს, რომ მზის მავნე ზემოქმედების რისკი მაღალია. არის კანისა და თვალების დაზიანების საშიშროება. აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების შესრულება.
''10- საათიდან 16 საათამდე მზის ზემოქმედება მინიმუმამდე დაიყვანეთ. თუ ქუჩაში გიწევთ ყოფნა, ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი, დაიხურეთ ფართოფარფლიანი ქუდი და აუცილებლად გაიკეთეთ მზის სათვალე. ზღვაზე ყოფნის შემთხვევაში, ყოველ 2 საათში დამცავი საშუალებები გამოიყენეთ''.
დღეს, სანაპირო კურორტებზე (ბათუმი, ჩაქვი, ქობულეთი) +34, +36 გრადუსამდე დაცხება, მთიან რაიონებში კი (ქედა, შუახევი, ხულო) უფრო მაღალი ტემპერატურა, +36, +38 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება.
მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის გავლენით, სითბოს შეგრძნებითი ინდექსი (heat index) იქნება უფრო მაღალი, ვიდრე რეალური ტემპერატურა და გაუტოლდება +39, +41 გრადუსს.