საბერძნეთში სამდღიანი გლოვაა - ძლიერმა ხანძარმა 74 ადამიანი იმსხვერპლა

25 ივლისი 2018, 00:00 1665 ნახვა

საბერძნეთში დაკარგული საქართველოს მეორე მოქალაქე იპოვეს. საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ  იგი  უსაფრთხოდ, ახლობლებთან იმყოფება. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩოს „ცხელ ხაზზე“ შესულ ყველა შეტყობინებაზე საელჩოს მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და ყველა ინციდენტი ამოწურულია“. 

ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საბერძნეთის მთავრობამ დასახმარებლად 20 მილიონი ევრო გამოუყო.  ბოლო მონაცემებით,  სტიქიამ 74 ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბელგიელი ტურისტია, რომელიც მანამდე დაკარგულად მიიჩნეოდა.  

დაშავებულია 200-მდე ადამიანი.  საბერძნეთში თითქმის ერთი თვეა 40 გრადუსიანი სიცხეა. მასშტაბური ტყის ხანძრები, რომლებიც უკვე ნაციონალურ კატასტროფად აღიარეს,  ათენის გარეუბანში ორი დღის წინ გაჩნდა.  

ცეცხლს ათასობით ადამიანი ებრძვის. საბერძნეთს ევროპის მრავალი ქვეყანა ეხმარება. ათენს დახმარება შესთავაზა თურქეთმაც, თუმცა ციპრასის მთავრობამ ანკარას მადლობა გადაუხადა და დახმარებაზე უარი უთხრა. საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი