ბათუმის დელფინარიუმის ფეხფარფლიანთა განყოფილებაში მატებაა, 10 ივლისს, სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში, პედროსა და მარის, პატარა სელაპი შეეძინათ. მამა პედრო 13 წლისაა, დედა კი 12-ის.
დედა და შვილი მათთვის სპეციალურად მომზადებულ სივრცეში არიან, სადაც მწვრთნელებისა და ვეტერინარის 24- საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
ახალშობილი მამრი, რომლის წონა 5-7 კგ-ია, სრულიად ჯანმრთელია. პატარა და დედა თავს შესანიშნავად გრძნობენ. ჩვილი სელაპი დედის რძით დაბადებიდან 6-8 თვის განმავლობაში იკვებება. ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრში, ეს ნამატის პირველი შემთხვევა არაა.
გახსნის დღიდან, ანუ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ბათუმის დელფინარიუმში 7 ზღვის ლომი დაიბადა.
[ფოტო/ვიდეო: ბათუმის დელფინარიუმი]