ბათუმში, კ.გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების კვეთაში, უცნობმა პირებმა ავტომობილი გაქურდეს. მანქანიდან წაღებულია ფული, ძვირადღირებული ტექნიკა და სხვა ნივთებიც.
დაზარალებული ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილი ღამით გააჩერა, დილით მისულს კი გაქურდული დახვდა.
მოქალაქემ სამართალდამცველები გამოიძახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია არასრულწლოვანის ვინაობა, ვინც დანაშაული ჩაიდინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.