ათენის სიახლოვეს, ტყეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საქართველოს საელჩო ათენში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება, საჭიროების შემთხვევაში, ცხელ ხაზის ნომერზე +306 995 779 793 შეუძლიათ. უწყების განცხადებაშია აღნიშნულია, რომ საელჩოს ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება ექნება. საელჩოს ინფორმაციით, მათ გუშინ ღამის განმავლობაში საქართველოს სამი მოქალაქე დაუკავშირდათ, რომელთაც გაეწიათ დახმარება. ერთი კი, საკონსულოს თანამშრომლებმა ხანძრის ზონიდან გამოიყვანეს.
საბერძნეთის აღმოსავლეთში ძლიერი ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. ხანძარი ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანაში ძლიერი სიცხის პირობებში მძვინვარებს. მატი რაფინას რეგიონში მდებარეობს და ის განსაკუთრებით პოპულარულია ადგილობრივ ტურისტებში. დაშავებულთა შორის ათზე მეტი მოზარდია. . რამდენიმე ადამიანი გაქცევის დროს მანქანაში დაიწვა, ბევრმა ოკეანეს შეაფარა თავი, საიდანაც ისინი ნავებით უსაფრთხო ადგილებში გაიყვანეს. საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ცეცხლს ათობით მეხანძრე, სამი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი ებრძვის. ათენი უკონტროლო ხანძრის ჩაქრობაში დახმარებას ითხოვს. მას კვიპროსი და ესპანეთი დახმარებას დაპირდნენ.