მშენებარე სახლის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

23 ივლისი 2018, 00:00 1974 ნახვა
00:00
00:00

დაშავებული მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სტაბილურად მძიმეა და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს მხოლოდ ერთი პაციენტი. მშენებარე სახლის ჩამოშლის შედეგად დღეს სულ 4 პირი დაშავდა. სახლს კერძო პირი აშენებდა, რომელიც ამბობს, რომ უსაფრთხოების წესები იყო დაცული, თუმცა შესაძლოა დაირღვა სამშენებლო ნორმები.  

ფაქტია კედლები დაინგრა, შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება შენობის მდგრადობის საკითხი, რომელსაც არავინ აკონტროლებს. ბათუმის მერია მშენებლებისგან მხოლოდ ნებართვის მიღებისთვის აუცილებელ დოკუმენტაციას ითხოვს. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი