ამ წუთებში, სარფი ბათუმის მაგისტრალური გზა გადაკეტილია. საპროტესტო აქციას სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მძღოლები მართავენ.
მათ გადაკეტილი აქვთ გამშვები პუნქტის ის ნაწილი, საიდანაც თურქეთის სანომრე ნიშნით მოძრავი ტრაილერები საქართველოში გადმოდიან.
მძღოლების თქმით, საქართველოს სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებს, არ ეძლევათ საშუალება თურქეთის ტერიტორიაზე ტურისტები გადაიყვანონ. მათი მტკიცებით, თურქეთის ჟანდარმერია მათ ავტომობილებს აჩერებს, აჯარიმებენ დაფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.
ტრანსპორტის საქართველოში გადმოყვანის საშუალება კი, მხოლოდ ჯარიმის, 1700 ლირის გადახდის შემდეგ ეძლევათ. მოქალაქეები დროულ რეაგირებას და პრობლემის სახელმწიფოს დონეზე მოგვარებას ითხოვენ.