ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმი-თბილისის მიმართულებით „საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი რეისები დანიშნა. 19 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე სამის ნაცვლად ყოველდღიურად 5 რეისი შესრულდება.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში, რომლის მიხედვით შტადლერის ტიპის ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან დედაქალაქის მიმართულებით 8 საათსა და 15-წუთზე გავა. ცვლილებები შეეხო სხვა მიმართულებებსაც.