ბათუმის აეროპორტში მგზავრს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო

16 ივლისი 2018, 00:00 9051 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვი დაიბადა - ამის შესახებ აეროპორტის ადმინისტრაციამ ფბ გვერდზე დაწერა. ნაადრევი მშობიარობა მგზავრს გაფრენის დარბაზში დაეწყო, მშობიარობა მორიგე ექიმმა და აეროპორტის თანამშრომლებმა მიიღეს.  

"ახალი სიცოცხლე გაჩნდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ურალის ავიახაზების მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში დაეწყო. მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს კომპანია "ტავის" პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მგზავრებზე!" - წერია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შემთხვევა გუშინ, 15 ივლისს, საღამოს საათებში მოხდა. 

ამავე კატეგორიაში