ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

14 ივლისი 2018, 00:00 5244 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ, ქობულეთი - ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 24 წლის კაცი. კიდევ ერთი დაშავებული მგზავრი კი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტომანქანაში ახალგაზრდა ქალი და ორი ჩვილიც იმყოფებოდა. ისინი ერთ-ერთმა მოქალაქემ საკუთარი მანქანით ბათუმის დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მომხდარის დეტალებს არკვევს.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი