ოჯახური  ძალადობისთვის  შსს-ს  სამი  თანამშრომელი  სამსახურიდან  დაითხოვეს

10 ივლისი 2018, 00:00 2640 ნახვა

2018 წლის ექვსი თვის განმავლობაში, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დისციპლინური სამართალდარღვევის გამო, შსს-ს 10 თანამშრომელს დაეკისრა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, შსს აქტიურად ებრძვის ოჯახში ძალადობას, არა მხოლოდ სამინისტროს გარეთ, არამედ სისტემის შიგნითაც.

ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილი იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. 

ოჯახური დანაშაულის ბრალდებით კი 6 თვეში 1328 პირი დააკავეს. მინისტრის მოადგილის განმარტებით,  2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 2017 წლის მონაცემს ორჯერ აღემატება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში