ხადას ხეობაში მკვლელობის გამო შოკში ვართ -  ელიზაბეთ რუდი 

10 ივლისი 2018, 00:00 2060 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ხადას ხეობაში მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ​რუდმა ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც მკვლელობის საქმე გამოიძიეს მადლობა გადაუხადა.

“მადლობა საქართველოს მთავრობას, ძალოვან სტრუქტურას და დუშეთის მუნიციპალიტეტს, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს დამნაშავის დასაკავებლად”.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის,  არასრულწლოვნის განზრახმკვლელობის ბრალდებით, 19 წლის პირი დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის სოლიდარობის მიზნით აშშ-ის საელჩოსთან მოქალაქეებმა გუშინ, სოლიდარობის აქცია გამართეს. 

სმიტები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ისინი საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეები იყვნენ. 

ამავე კატეგორიაში