ტრაილერების მძღოლების საპროტესტო აქცია

09 ივლისი 2018, 00:00 2975 ნახვა

სატვირთო ავტომობილების მძღოლები ქართული მხარის მიერ დაწესებულ შეზღუდვას აპროტესტებენ, რომელიც საზღვრის კვეთას ეხება. მათი თქმით, საერთაშორისო გადაზიდვებს ძირითადად თურქეთში ახორციელებენ, ორი კვირაა კი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადასასვლელად შესაბამისი ნებართვის აღებას ვერ ახერხებენ.

მძღოლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. დღეს მათ აქცია მთავრობის სახლთან გამართეს, ხვალიდან კი ფართომასშტაბიან აქციებს სარფში აანონსებენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში სატელევიზიო კომენატრი არ გააკეთეს, სატელეფონო საუბარში კი აცხადებენ, რომ საკითხი მთავრობის კომპეტენციას სცდება, თუმცა მათივე ცნობით,  იგეგმება ორმხრივი შეხვედრები.  ვინ დაესწრება შეხვედრას არ აკონკრეტებენ.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი