პროდუქტების შეძენისას სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ - სეს-ის რეკომენდაცია მოსახლეობას

09 ივლისი 2018, 00:00 1957 ნახვა

საქართველოში, ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ზაფხულის ცხელ სეზონთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციას ავრცელებს. სპეციალისტები მოსახლეობას საკვები პროდუქტების შეძენისას სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდებენ.

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა აგრარულ ბაზრებში, ხორცისა და რძის პროდუქტების შენახვის პირობების კონტროლი. 

სავაჭრო ობიექტებსა და აგრარულ ბაზარში, დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეეებს მოუწოდებენ, სააგენტოს ცხელ ხაზზე – 15-01 დარეკონ. 

2018 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც სურსათზე ეტიკეტი მკაფიოდ უნდა იყოს დატანილი.

''ჩვენს სამსახურში ხშირად შემოდის მოქალაქეების შეტყობინება, ისინი გვეუბნებიან, რომ პროდუქციაზე დატანებული ეტიკეტი არაკითხვადია. ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, მალე ძალაში შედის ახალი დადგენილება. სარეალიზაციოდ გამზადებულ პროდუქციაზე ეტიკეტი უნდა იყოს მკაფიო შრიფტით დაწერილი, მომხმარებელს მისი ამოკითხვა არ უნდა გაუჭირდეს'' - ამბობს ვასილ ბასილაძე.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მზიანი და ცხელი ამინდები მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი