აჭარაში, უახლოეს დღეებში, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

09 ივლისი 2018, 00:00 2628 ნახვა

დღეს საქართველოში მზიანი და ცხელი ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსამდე მოიმატებს.

ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში მოიღრუბლება და 3 დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

აღმოსავლეთში კი უახლოეს დღეებში კვლავ მაღალი ტემპერატურა და უნალექო ამინდი იქნება. 

რაც შეეხება აჭარას - როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე მთიან ზონაში მომდევნო 3 დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას და ელჭექს პროგნოზირებენ.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი