ტაილანდში  სახიფათო  სამაშველო ოპერაცია  დაიწყო

08 ივლისი 2018, 00:00 1905 ნახვა

ორი კვირის წინ ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოსწავლისა და მათი მწვრთნელის სახიფათო სამაშველო ოპერაცია დაიწყო. ადგილობრივი  ხელისუფლების განცხადებით, მღვიმედან  პირველ გადარჩენილ ბავშვს მაშველები სავარაუდოდ  11 საათის შემდეგ გამოიყვანენ. 

13 უცხოელი და ტაილანდის საზღვაო ძალების 5 აკვალანგისტი შეეცდება ბიჭებისს მღვიმეს დატბორილი ვიწრო გასასვლელებიდან უსაფრთხოდ გამოყვანას, სადაც მიმდინარე კვირას ტაილანდელი მყვინთავი დაიღუპა.  11- დან 16 წლამდე ასაკის  ბავშვების უმრავლესობამ ცურვაც კი არ იცის.  სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველ ბიჭს გამოქვაბულიდან ადგილობრივი დროით დაახლოებით  21 საათზე გამოიყვანენ. 

23 ივნისს ახალგაზრდული საფეხბურთო გუნდის წევრები და მათი 25 წლის მწვრთნელი ვარჯიშის შემდეგ მიანმარის საზღვართან მდებარე გამოქვაბულის დასათვალიერებლად წავიდნენ. ძლიერი წვიმის გამო მღვიმე დაიტბორა და ბავშვებმა გარეთ გამოსვლა ვეღარ შეძლეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი