ლევან იზორია ქართველ სამხედროებს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
მინისტრი გენერალ ჯონ ნიკოლსონთან ერთად სამშვიდობო მისიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისათვის გამართულ სპეციალურ ცერემონიალზეც იმყოფებოდა. მათ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მშვიდობისმყოფელებს მადლობა გადაუხადეს.