სტიქიის გამო ჭუბერის თემის 10 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

05 ივლისი 2018, 00:00 1707 ნახვა

სოფელ ჭუბერში მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება  და სტიქიის ზონაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. გიორგი მღებრიშვილი მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე დროში ლიკვიდაციისათვის სამაშველო ჯგუფები დამატებითი გაიგზავნება  თბილისიდან, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან.  

რამდენიმე საათიანი ინტერვალით სვანეთში ორი მთა ჩამოიშალა. წაღებული ხიდები, დატბორილი სახლები და მიწის ნაკვეთები - სოფელი ჭუბერი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

მდინარე ნენსკრას ადიდებას ადგილობრივები რამდენიმე მიზეზს უკავშირებენ, მათ შორის ე.წ ნენსკრაჰესის მშენებლობას.   სტიქიის ზონაში გაემგზავრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეც.

კომპანია „ნენსკრა ჰესში“ განმარტავენ, რომ  2018 წლის დასაწყისიდან დღემდე მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებულია და  სტიქია  მოვლენა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვევით განვითარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივაში აცხადებენ, რომ ზარალდება ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან  მშენებლობები გეოლოგიური კვლევების გარეშე მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში