უფასო ტრანსპორტი მოიალაღეებისთვის

04 ივლისი 2018, 00:00 1265 ნახვა

ხულოში სამთო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით მთების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს. მოიალაღეები უფასოდ 8 მთის მიმართულებით გადაადგილდებიან. ხულოს სოფლებიდან მთების მიმართულებით სულ 60 რეისი შესრულდება, კვირაში რამდენჯერმე.

სამარშუტო ხაზი სოფლებიდან დილის 9 საათზე გავა. მოსახლეობის ტრანსპორტირების პროგრამისთვის ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი დაიხარჯება.  პროგრამა გასულ წელსაც მოქმედებდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი