ჭადრაკში საერთაშორისო ტურნირი ''მერიის თასი 2018'' დაიწყო

04 ივლისი 2018, 00:00 1222 ნახვა

ჭადრაკში საერთაშორისო ტურნირი“ მერიის თასი 2018“ დაიწყო.  ფესტივალის ფარგლებში 10 ტურნირი სხვდასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება. ჩემპიონატში 21 ქვეყნის 450 -ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობს. ყველა ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება.

ყველაზე წარმომადგენლობითი მთავარი ა-ტურნირია და 19 დაფაზე მთელს მსოფლიოში მათ ტრანსლირება ხდება, ელექტრონული დაფების მეშვეობით.  ტურნირი 10 ივლისამდე გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში