მცირე მთავრობის კონცეფციაზე დღეს დეპუტატებმა ექვს კომიტეტში იმსჯელეს. კანონმდებლების მთავარი შეკითხვები სტრუქტურული ცვლილებების დროს ფუნქციების გადანაწილებას ეხებოდა. უმცირესობა ცვლილებებს მხარს არ უჭერს. მმართველი პარტია კი ცვლილებების მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი.