ვიზიარი რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით დღეს პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს. თვითმფრინავი ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით დაეშვება.
ფრენები კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება. რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია ვიზიარი შეასრულებს. 15 ნოემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ვენის მიმართულებითაც განხორციელდება.