2100 ლირას წართმევის გამო, ბათუმში სამი პირი დააკავეს

03 ივლისი 2018, 00:00 2148 ნახვა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა. 1 ივლისს, ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2100 თურქული ლირა გამოსტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს, გატაცებული თანხა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი,  პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი