მერმა მიკროავტობუსის მძღოლებს ერთ თვიანი ვადა მისცა 

02 ივლისი 2018, 00:00 2024 ნახვა

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მიკროავტობუსის მძღოლებს ერთ თვიანი ვადა მისცა. 30 დღეში მძღოლებმა სატრანსპორტო საშუალებები მწყობრში უნდა მოიყვანონ და ქალაქში გრაფიკით იმოძრაონ. 

მერია ამბობს, რომ გადამზიდ კომპანიებს არჩევანის სრული თავისუფლება აქვთ. მათზეა დამოკიდებული ხაზების შემცირების შემდეგ, 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ, დღე ჩაგდების პრინციპით იმუშავებენ, თუ რაიმე სხვა ალტერნატიულ საშუალებას გამოძებნიან

გადაწყვეტილია, რომ ბათუმის ქუჩებში, დღის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით 250 სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს. 

მიკროავტობუსების მძღოლებსა და ქალაქის მერს შორის მოლაპარაკება გუშინ შედგა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში