საქართველოში მომდევნო 1 კვირის განმავლობაში ამინდს კვლავ განსაზღვრავს სამხრეთ-დასავლეთიდან ინტენსიურად გავრცელებული ცხელი და მშრალი ჰაერის მასები, თუმცა მისი გავლენა, კვირის მეორე ნახევრიდან შედარებით შესუსტდება.
ოთხშაბათის ჩათვლით კვლავ შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, ხუთშაბათიდან კი შედარებით აგრილდება.
კონკრეტულად, მომდევნო 3 დღის განმავლობაში - აღმოსავლეთ საქართველოში +39, +41 გრადუსი, უქმე დღეებზე კი 33, +35 გრადუსამდე დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.
დასავლეთ საქართველოში კი, კვირის ბოლომდე +32, +34 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთისგან განსხვავებით პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
აჭარაში მიმდინარე კვირაში უმეტესად არასტაბილური ამინდი იქნება, სიცხის ფონზე ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. ტემპერატურა როგორც სანაპირო ზოლში, ასევე მთიან რაიონებში +29, +31 გრაუდუსი სითბო.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სანაპირო კურორტებზე ძალიან მაღალი ტემპერატურა არ იქნება, თუმცა მაღალი ტენიანობის გამო, სითბოს შეგრძნება, გაცილებით მაღალია, ვიდრე რეალური ტემპერატურა.