მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე კანონმდებლები ორშაბათიდან იმსჯელებენ

01 ივლისი 2018, 00:00 1394 ნახვა

ხვალიდან დაიწყება მთავრობის სტრუქტურაზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანო. პარლამენტში დარეგისტრირებული პაკეტით, ცვლილება 116 კანონში უნდა შევიდეს. სამთავრობო ცვლილებები სამინისტროების ოპტიმიზება - რეორგანიზაციას ეხება. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ 100-120 მილიონი ლარი ბიუროკრატიული აპარატისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად უნდა დაიზოგოს.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი სამთავრობო ცვლილებებსა და მცირე მთავრობის კონცეფციას მხარს არ უჭერს. სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ მამუკა ბახტაძე პრემიერი მინისტრი ნდობის გამოცხადებისთვის ისევ პარლამენტს მიმართავს. ამ დრომდე უცნობია ვის წარადგენს მინისტრების თანამდებობაზე პრემიერი, ეს კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, საუბარია უცხოეთში მოღვაწე რამდენიმე ქართველზეც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი