ამ წუთებში “ბლექ სი არენაზე” ბოლო დეტალები ზუსტდება. 2 საათზე ნაკლებ დროში სცენაზე გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი ელტონ ჯონი გამოჩნდება. 71 წლის მომღერალი, პიანისტი და რეჟისორი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.
მომღერალს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა – მცენარე ფიკუსების სიმრავლე, მუდმივად ჩართული ტელევიზორი სპორტული არხებით და ასევე, ცალკე ოთახი სასცენო გარდერობისთვის. დღეს ელტონ ჯონი მსმენელის წინაშე შეასრულებს, როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან. „იამაჰას“ ბრენდის შავი როიალი, რომელიც მუსიკოსს ყველა ტურნეში თან დააქვს, დარბაზში დგას.