უახლოეს დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღალი ტემპერატურაა ნავარაუდევი, მეტეოროლოგები აღმოსავლეთ საქართველოში 40, 43 გრადუსს, დასავლეთ საქართველოში კი 32-37 გრადუსს პროგნოზირებენ. სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევენ. დილის 11- დან 17 საათამდე თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისაგან.
საცხოვრებელ სახლებში შეინარჩუნონ ოპტიმალური ტემპერატურა. არ მიიღონ მალფუჭებადი პროდუქტები, იკვებონ ხილითა და ბოსტნეულით. მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, გარუჯვისას კი მზისგან დამცავი მალამოები გამოიყენონ. მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა მზისა და სითბური დაკვრა, ასევე გამწვავდეს გულსისძარღვთა და დიარეული დაავადებები.