ბათუმის უნივერსიტეტი შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 

29 ივნისი 2018, 00:00 8440 ნახვა

უკვე რამდენიმე თვეა, ბათუმის უნივერსიტეტის ეზოსა და ცენტრალურ შენობაში სარემონტო სამუშოები მიმდინარეობს, უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სპეციალურ ლიფტებს ამონტაჟებს. 

5 სართულიანი კორპუსის გარე ფასადზე, სპეციალური შახტი მოეწყო, რომელშიც ლიფტი ჩამონტაჟდება და ეტლით მოსარგებლე პირებს შეეძლებათ შენობის ნებისმიერ სართულზე ასვლა. პანორამული ლიფტის მონტაჟი თითქმის დასრულებულია. 

წლების განმავლობაში, უმაღლეს სასწავლებელში შშმ პირებისთვის გადაადგილება პრობლემური იყო, კორპუსში არ არსებობდა ლიფტები, კიბეები კი არ იყო ადაპტირებული.

შშმ პირებს ეროვნული გამოცდებზე მოხვედრაც უჭირდათ. 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და არასამთავრობო ორგანიზაციები სისტემატიურად საუბრობდნენ აქცენტს იმაზე, რომ უმაღლესი განათლება მათთვის ხელმისაწვდომი სწორედ ადაპტირების არ ქონის გამო იყო. 

უნივერსიტეტს შენობის ადაპტირებისთვის 211 ათასი ლარი დასჭირდა. ლიფტის გარდა გაკეთდა კაფეში ჩასასვლელი კონსტრუქცია და I და II კორპუსებში გადასასვლელი ელექტროპანდუსებიც.

მშენებლობას კომპანია ,,გლობალ ლიფტი“ ახორციელებს. 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით, სრულად ადაპტირებული სხვა უმაღლესი სასწავლებელი არ არის.

ნაწილში, პანდუსები დამონტაჟებულია, ზოგან არის ლიფტებიც, თუმცა სართულებზე შშმ პირების ეტლით დამოუკიდებლად გადაადგილება მაინც პრობლემაა.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი