დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა

28 ივნისი 2018, 00:00 1639 ნახვა

პარლამენტში დღეს საპენსიო რეფორმაზე იმსჯელეს. კანონპროექტი პირველი მოსმენით 62 მომხრე 3 წინააღმდეგ – მხარდაჭერილია. რეფორმის თანახმად მოქალაქე თავის პენსიას თვითონ დააგროვებს, წლების განმავლობაში დაგროვებული თანხა კი საპენსიო ასაკის მიღწევისას დაუბრუნდება.

პარალელურად იარსებებს დღევანდელი პენსიების გაცემის სისტემაც. პროექტის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი დაგროვდება.

ქედან 2 პროცენტი დასაქმებულს ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი - სახელმწიფო. რეფორმა შესაძლოა გახდეს დაპირისპირების მიზეზი მმართველ გუნდში, რადგან სოციალ-დემოკრატები მთავრობის მიერ შემოთავაზებულ  ვერსიას იწუნებენ. მათ ალტერნატიული დოკუმენტი დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ორგანოში.

თუ საკითხების შეჯერება არ მოხდება ბექა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს უმრავლესობა დატოვოს. ცვლილებას აკრიტიკებს საპარლამენტო ოპოზიციაც. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი