სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები ბათუმის მერიას 3-დღიან ვადას აძლევენ – მათ იმედი აქვთ, რომ ორშაბათს შეხვდებიან ბათუმის მერს. ლაშა კომახიძესთან შეხვედრის შემდეგ კი აქვთ მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება მათთვის სასიკეთოდ იქნება მიღებული.
მძღოლების ნაწილს ქსელის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა, ისინი კომუნიკაციის პრობლემას უჩივიან, ამბობენ რომ, მერია ისე ტოვებს შემოსავლის გარეშე, რომ მათ არც კი დალაპარაკებია. ვის ელაპარაკა მერია, რას ამბობენ მძღოლები და რას ამბობს ხალხი?