სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს კლდე ჩამოიშალა - მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

27 ივნისი 2018, 00:00 2494 ნახვა

საქართველო-თურქეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სარფში გადაადგილება აღდგენილია. მოძრაობა დღის  მეორე ნახევარში, მას შემდეგ შეიზღუდა რაც თურქეთის მხარეს, გზასთან ახლოს კლდის ნაწილი ჩამოიშალა.

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ცნობით მეწყრის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, მათგან 2 ჟანდარმერიის თანამშრომელი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია რომ ხოფის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გზების დეპარტამენტის, რეგიონის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის ბრიგადებისა და სამუშაო ტექნიკის საშუალებით წარმოებული სამუშაოების შედეგად გზა ცალმხრივად გაიხსნა. ბრიგადები განაგრძობენ მუშაობას გზის სრულად გახსნისთვის – შეგახსენებთ ეს განცხადება ახლახანს ბათუმში თურქეთის საკონსულომ გაავრცელა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში