აშშ-ს კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი წარედგინა

27 ივნისი 2018, 00:00 1944 ნახვა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიურობა- აშშ-ის კონგრესში   წარდგენილ რეზოლუციაში საქართველოს მხარდაჭერაზეა აქცენტი გაკეთებული.

ორპარტიულ დოკუმენტში  ყურადღება გამახვილებულია ამერიკა-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. იმისთვის, რომ  კანონპროექტი კანონად იქცეს მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.

მანამდე კი  დოკუმენტს კონგრესის კომიტეტებსა და  პლენალური სხდომაზე განიხილავენ. ქართულმა მხარემ ორპარტიული კანონპროექტი ისტორიულ დოკუმენტად უკვე შეაფასა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში