საოცრებათა მოედანზე უცხო პირებმა ყვავილები ამოგლიჯეს

27 ივნისი 2018, 00:00 2180 ნახვა

ვანდალიზმის ფაქტი ბათუმში. საოცრებათა მოედანზე, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილები ამოგლიჯეს. 

ამის შესახებ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რუხაძემ გაავრცელა. 

ფესვიანად ამოღებული ნარგავები, იქვე ქვაფენილზე და მინდორზე იყო დაყრილი.

ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა წელს პირველად მოხდა. ვინ დააზიანა მწვანე ნარგავები ჯერჯერობით უცნობია. 

ზღვისპირა პარკის ადმინისტრაციას ფაქტის შესახებ, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აცნობეს. 

ტერიტორია სპეციალისტებმა უკვე მოაწესრიგეს და ყვავილები გამწვანებულ ზოლში ისევ ჩარგეს. 

აღნიშნული მონაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, თუმცა ტერიტორიაზე გამწვანებით სამუშაოებს ბულვარის ადმინისტრაცია ახორციელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ შესაბამის ორგანოებს აცნობეს.   

ვრცლად იხილეთ ლინკზე.

ამავე კატეგორიაში