საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს

27 ივნისი 2018, 00:00 2767 ნახვა

მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საქართველოში ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს. შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან, სითბოს ინტენსიური გადმონაცვლების გავლენით, როგორც დასავლეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთის ბარში +38, +40 გრადუსამდე დაცხება.

სანაპირო კურორტებზე შედარებით დაბალი ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება, თუმცა მაღალი ტენიანობის გავლენით, სიცხის შეგრძნება  +36, +38 გრადუსს გაუტოლდება.

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია.

მზის ულტრაიისფერი გამოსხივება (UV index) იქნება მაღალი ნიშნულით 9. სპეციალისტების განმარტებით, მოქალაქეებმა მზეზე ყოფნისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავონ და მზისგან დამცავი საშუალებები აუცილებლად გამოიყენონ.

მაღალი ტემპერატურის დროს, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცხემ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი