პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა

26 ივნისი 2018, 00:00 1481 ნახვა

“გუშინ, როდესაც კომისიას ახსნა- განმარტებას ვაძლევდი, ჩემს მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები”, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა. მისი თქმით, მუქარა ზაზა სარალიძის მიერ ხდებოდა. პროკურორის განმარტებით, მას აქვს სურვილი, რომ კომისიის წევრებს აღნიშნულის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია დახურულ სხდომაზე.

საგამოძიებო კომისიის სხდომა კვლავ შსს-ს წარმომადგენლის კახა სირაძისა და საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის მოსმენით განახლდა. მათ გუშინ დაახლოებით 8 საათის განმავლობაში უსმენდნენ, თუმცა კომისიის წევრებს მათთან კითხვები კიდევ დარჩათ. დეპუტატებმა უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი