პრეზიდენტის სამძიმარი

15 ივლისი 2016, 00:00 3492 ნახვა

“ქართველი ხალხის სახელით მინდა მივუსამძიმრო ფრანგ ხალხს, მათ გვერდით ვდგავართ, ვგრძნობთ და ვიზიარებთ მათ ტკივილს” - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ნიცაში მომხდარი ტორორისტული აქტის კომენტირებისას განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს უშიშროების სამსახურები ეფექტურად მუშაობენ ამ მიმართულებით და კიდევ უფრო მეტად უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები ქვეყანაში. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ცხელ წერტილებში მუშაობენ. მისი განცხადებით, ქართველ ბატონებს და ქალბატონებს დიდი წვლილი შეაქვთ გლობალური უსაფრთხოების საქმეში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი