პრეზიდენტის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოში ამერიკის და ევროკავშირის ელჩები სტუმრობდნენ. იან კელი და იანოშ ჰერმანი გიორგი პაპუაშვილმა მიიღო. დახურულ კარს მიღმა საუბარი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ელჩების განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე ამ პროცესში.