დღეიდან თბილისამდე მგზავრობის დრო 30 წუთით შემცირდა

25 ივნისი 2018, 00:00 3891 ნახვა

დღეს ქობულეთის შემოვლითი გზა გაიხსნება. გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერი მინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან. შემოვლითი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს, დაახლოებით 20-30 წუთით შეამცირებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე 18 კმ-იანი მონაკვეთი აშენდა. 
ამ მონაკვეთზე სულ 15 ხიდია. მათ ასაგებად ახალი ტექნოლოგია – ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბი გამოიყენეს. ახალი ტექნოლოგიით აშენდა სოფ. საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია. სამშენებლო სამუშაოზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც. 
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079.67 ლარია.

განახლებული:

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში