მომდევნო დღეები ძალიან ცხელი იქნება 

25 ივნისი 2018, 00:00 2469 ნახვა

მომდევნო დღეებში საქართველოში ძლიერი სიცხე იქნება. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ დღეიდან ცხელი ჰაერის მასების გავლენა გაძლიერდება ქვეყანაში და ძლიერ ნიშნულს კვირის შუა რიცხვებში მიაღწევს, რის გამოც, როგორც აღმოსავლეთის ბარში, ასევე დასავლეთის დაბლობზე +37, +39 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება. 

+37, +39 გრადუსამდე დაცხება დედაქალაქში. +36, +38 გრადუსი იქნება ქუთაისსა და ჩოხატაურში. +39, +41 გრადუსი დაფიქსირდება ვარძიაში. 

გამონაკლისი იქნება სანაპირო კურორტები, სადაც ჰაერის ტემპერატურა ძალიან მაღალ ნიშნულს არ მიაღწევს. 

ბათუმი, ქობულეთი, ურეკი +32, +34 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი