შრი-ლანკის 8 მოქალაქე დააკავა პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის (გორგაძეთი) გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, გადაადგილდებოდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.