„ოქროს დელფინი, ხელოვნება მსოფლიოს გარშემო“ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის მეორე ნაწილი გაიმართა ბათუმში. მასში 15 ფოლკლორული კოლექტივი, თანამედროვე ცეკვებისა და სიმღერების ადგილობრივი , ასევე უცხოური ანსამბლები მონაწილეობდნენ. ჟიურიმ საუკეთესო შემსრულებლები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.
საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში მე-18-დ ტარდება და მასში 2 ათასამდე მონაწილეა ჩართული. ღონისძიების ორგანიზატორი კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადოებაა.