ტრენინგი გაეროს ეგიდით

23 ივნისი 2018, 00:00 1217 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურის,    საბაჟო დეპარტამენტის , შსს-ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა.

მონაწილეებს ინფორმაცია საბაჟო გამშვებ  პუნქტებში, გაფორმების  ეკონომიკურ  და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში  კონტრაბანდული  საქონლის  არალეგალური ბრუნვის აღკვეთის გამოვლენის შესახებ მიაწოდეს.

ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ირგვლივ თეორიულის შემდეგ მონაწილეები პრაქტიკულ სწავლებასაც გაივლიან. გაეცნობიან  საზღვაო პორტებში  მიტოვებულ კონტეინერებთან  დაკავშირებულ რისკებს.

თანამშრომლები  სამართალდამცავ  სამსახურებს შორის ინფორმაციის გაცვლის ეფექტურ გზებს შეისწავლიან.  ტრენინგი გაეროსა და  მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის  პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში