შეეხება თუ არა პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა - მცირე მთავრობის კონცეფცია აჭარას ეს მას შემდეგ გამოჩნდება, რაც რეგიონის მთავრობის ახალი სტრუქტურა გახდება ცნობილი. ახალი სტრუქტურის შემუშავებისა და რეორგანიზაციისთვის მთავრობას დრო წლის ბოლომდე აქვს. კონსულტაციები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს შორის უკვე დაწყებულია, ახალი სტრუქტურის შემუშავება აჭარის მტავრობის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა საბოლოოდ ის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
ცვლილება კონსტიტუციის ახალი რედაციითა გამოწვეული, რომლის თანახმადაც აჭარის მთავრობას აღარ აქვს უფლება დაქვემდებარებაში ჰყავდეს საქვეუწყებო დაწესებულებები. ამავე ცვლილებით, დეპარტამენტები ან სამინისტროებად უნდა გადაკეთდნენ, ან არსებულ სამინისტროებთან გაერთიანდნენ ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციული უფლების გამოყენებას და ახალი სამინისტროების შექმნას არ გეგმავენ.